სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: მე, ბუნება  და  გეომეტრიული  ფიგურები.

პროექტის  მთავარი  იდეა (თემა): ბუნებაში  არსებული  რესურსებით  გეომეტრიული  ფიგურების  დამზადება.

პროექტის  აქტუალობა:  ბუნებაში  სხვადასხვა  საგნების  გეომეტრიულ  ფიგურებთან  მსგავსების  აღმოჩენის  უნარი, შრომისმოყვარეობის  და  ახლის  ძიების  სურვილი, საერთო საქმისადმი  პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, გუნდში ფუნქციების  გადანაწილების და  რესურსების  მართვის უნარი, გადაწყვეტილებების  მიღებისას  კრიტიკული  აზროვნების განვითარება.

პროექტის  მიზნები: გეომეტრიული  ფიგურების  აღწერა. მათი  მსგავსება და  ამოცნობა  სზვადასხვა  საგნებთან  შედარებისას. ბუნებრივი  მასალით ფიგურების  საკუთარი ხელით დამზადება. ბუნებაში  მსგავსი  ფიგურების  მოძიება.

მოსწავლეთა  ასაკი:  მე–2 კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა: 4  დღე.

მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: სხვადასხვა  ბუნებრივი  მასალისაგან  დამზადებული  გეომეტრიული  ფიგურები.

პროექტისთვის  საჭირო ძირითადი  რესურსები: გირჩები, მდინარის პატარა კენჭები, ხავსი, ფოთლები, მუყაოს  ქაღალდი, წებო, მაკრატელი, ფერადი  ქაღალდები.

პროექტის  მსვლელობა  (ძირითადი  აქტივობები):
აქტივობა  1.
იდეის შერჩევა, კლასის  ჯგუფებად  დაყოფა,ფუნქციების  გადანაწილება.
კლასის  გადაწყვეტილებით  ავირჩიეთ  ბუნებრივი  მასალისაგან გეომეტრიული  ფიგურების
დამზადება.
კლასი  დაიყო  სამ  ჯგუფად, თითო  ჯგუფში  4/4  მოსწავლე, გადანაწილდა  ფუნქციები:
1        ჯგუფი  იზრუნებდა  გირჩების, მუყაოს  ქაღალდების  მოძიება /მოგროვებაზე/
მე–2  ჯგუფი  ხავსის , სხვადასხვა  მცენარის  ფოთლების  მოძიება/მოგროვებაზე.
მე–3 ჯგუფი  მდინარის  პატარა  კენჭების, წებოს, ფერადი ქაღალდების  მოძიება/მოგროვებაზე.
აქტივობა  2.
ბუნებაში  გასვლა  და  ბუნებრივი   რესურსის  მოძიება.
გავდივართ  ბუნებაში,ჯგუფებს  ვაძლევ  უსაფრთხოებასთან  დაკავშირებულ  მითითებებს  და  თითოეული  ჯგუფი  იწყებს  თავისი  ფუნქციის  შესრულებას
ვაგროვებთ  ბუნებაში  არსებულ  ყველა  რესურს.
თითოეული  ჯგუფი  წარმოადგენს  თავის  შეგროვილ  მასალას  და  ვბრუნდებით  
სკოლაში.
აქტივობა  3.
ყველანაირი  საჭირო მასალის  მომზადება /დახარისხება.
თითოეული  ჯგუფი  წარმოადგენს  შეგროვილ  რესურს, მათთან  ერთად ხდება მათი
დახარისხება.
ჯგუფები  ირჩევენ  რომელი  გეომეტრიული  ფიგურების  დამზადებას  შეძლებენ.
აქტივობა 4.
გეომეტრიული  ფიგურების  დამზადება.
თითოეულ  ჯგუფს  კიდევ  ერთხელ  ვაძლევ მითითებას  თუ  როგორ  უნდა  იმუშაონ.
შევახსენებ  თუ  რა  სიფრთხილე უნდა  გამოიჩინონ  ამათუ იმ  საგანთან  მუშაობის დროს.
ჯგუფები  იწყებენ  ფიგურების  დამზადებას  ჩემი  მეთვალყურეობით  და  დროდადრო
ინსტრუქციების  მიცემით.
აქტივობა 5.
დამზადებული  ფიგურების  შემოწმება/შეფასება.
თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს  დამზადებულ  ფიგურებს,კლასთან  ერთად  ხდება
მათი  შემოწმება/შეფასება.
საუკეთესო  ნამუშევრებს  გამოვფენთ  კლასში  თვალსაჩინო  ადგილზე.
ვახდენ  თითოეულ  მოსწავლესთან  ერთად მის მიერ  შესრულებული  სამუშაოს
შეფასებას, მოსწავლეები  ობიექტურად  აფასებენ  თავიანთ  მუშაობას, აღიარებენ
შეცდომებს. იმედს  გამოთქვამენ  რომ  მომავალში  უკეთესად  იმუშავებენ.

საგნებთან /საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
კავშირი  მათემატიკას, ბუნებას და  ხელოვნებას  შორის.

მათ. I I. 8. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და  რაოდენობრივი ნიშნების  გამოყენება
ფიგურების  აღსაწერად  და  დასამზადებლად.

პროექტის  ხელმძღვანელი: ნატო  დავლაძე.

ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: natodavladze@gmail.com